среда, 23 июня 2010 г.
რაფაელი
რაფაელი! სრულყოფილი მშვენიერების სხივმოსილი სახე! თავისი საუკუნის და ყველა საუკუნის დიდება! რაფაელი ფუნჯით უმღეროდა მშვენიერებას ციურ საგალობელს.ის თვით იყო მშვენიერება:ამაყი,ახოვანი,თავაზიანი,მეფურად მოსილი,გონება მახვილი,მუდამ მხიარული და სასურველი...სულ 37წელი იცოცხლა...სასტიკი და სამართლიანი ისტორია ასაკისათვის შეღავათს არ იძლევა, და რაფაელს არ ესაჭიროება არავითარი შეაღვათი ।მისი ბიოგრაფია შეიძლება სამი სიტყვით გაფმოვცეთ:მოვიდა,შექმნა,წავიდა. 6აპრილს გამოჩნდა იტალიის ცაზე ეს შვიდფეროვანი ცისარტყელა და 6აპრილს ჩაქრა.დიდ ადამიანთა ცხოვრებაში ყველაფერი ლამაზი და საოცარია.რაფაელის პირველი მასწავლებელი მამამისი იყო,საკმაოდ ნიჭიერი მხატვარი ჯიოვანი სანტი.თხუთმეტი–თექვსმეტი წლის ყმაწვილი კაცის ხელით შესრულებული "რაინდის სიზმარსა" და "სამ გრაციას" უკვე ეტყობათ ოსტატის ხელწერა.მისი ცნობილი "მადონა კონესტაბილე" ერმიტაჟის მშვენება , თავდახრილი, ფიქრიანი, ნაზი და სათნო ღვთისშობელი,პერუჯინოს ზეგავლენის იერს ატარებს,ოღონდ 21წლის ოსტატის ქმნილებაში მეტი სიცოცხლეა .შესრულების ბრწყინვალე ტექნიკით ეს უკვე დიდოსტატურია.მოვარაყებულ ბუდეში ჩასმული ეს ოვალური,დახვეწილი სურათი ბეჭედში ჩამჯდარ ბრილიანტსა ჰგავს।ბუნების ჰარმონიის ბეჭედი აზიის ყოველ დეტალს। საერთოდ,ბუნებამ თავის სრულყოფილ ჰარმონიას რაფაელის ხელოვნებაშიც მიაღწია।1504წელს ურბინოელი ოსტატი ხელოვნების აკვანში–ფლორენციაში ჩადის,სადაც ლეონარდოს და ფრა ბარტოლომეოს ზეგავლენას განიცდის.რამდენიმე წელს ფლორენციასა და პერუჯაში მუშაობს.მოკლე ხანში იქმნება გველეშაპთან მაბრძოლი "წმინდა გიორგი" და "წმინდა ოჯახი", საკურთხევლის ნაირფეროვანი სახეები და მადონები–მომაჯადოებელი დედები, რომლებიც ლეონარდოსებური კომპოზიციით გვხიბლავენ–პირამიდული განლაგებით।პერუჯინოს საბუდრიდან აფრენილი''ანგელოზი რაფაელი'' ქმნის''ქალწულ მარიამის დაწინდვას'', რაც კომპოზიციურად ძლიერ ჰგავს მისი მასწავლებლის ფრესკას–''გასარების ჩაბარებას'', რომელშიაც ანალოგიურ ვითარებაში ქრისტე აბარებს ტაძრის გასაღებს პეტრეს.21წლის ჭაბუკის ''დაწინდვას'' სასწაულს ეძახიან.ფიგურების განლაგება,ჰარმონიუკი კომპოზიცია,ბეჭდის გადაცემის სინათლე, სიღრმეში აღმართული ტაძრის შეხამება ფიგურებთან–ყველაფერი მეტყველებს სრულყოფილ ხელოვნებაზე, რამაც დაჩრდილა პერუჯინო.სამასი წელი ამშვენებდა ეს სურათი მშობლიურ ქალაქს, რომლისთვისაც დაიხატა .1798წ. ფრანგმა გენერალმა გაიტაცა.1520წლის 28მარტს დიდოსტატი დაწვა და ერთ კვირაში გათავდა.ძლივს მოასწრო ანდერძის დატოვება.კაცობრიობას კი დაუტოვა მხოლოდ ქმნილება.ამბობენ იმ დღეს რომში მიწა იძრა, ვატიკანის კედელი გაიბზარა და პაპი სასახლიდან გაიქცაო.მილიონობოთ ადამიანი ჩერდება რაფაელის სურათების წინ და ივსება მოწიწებით. ოთხნახევარი საუკუნე გვაშორებს რაფაელს,მაგრამ მისი მარად ცოცხალი სახეები დღესაც მაშინდელი სიცოცხლით შემოგვცქერიან।ესაა რაფაელის არსების მარადიულობა।ამ სახეებშია ჩაქსოვილი ეპოქის ტკივილი,რწმენა და იმედი।მათ სიკვდილი არ უწერიათ,ვიდრე დედამიწაზე არსებობს ადამიანი।
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий